3-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 დასახლების I, II მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ონის, შეშელიძის, ხევძმარის, შენგელიას და მარკ ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელქტროენერგიას სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ფარნავაზის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და თოფურიძე ვალენტინის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ფხაკაძის, დანელიას და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობა.