გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

5-02-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დავით აღმაშენებლის გამზირის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის მე-9კილომეტრის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, აკაკი ბელიაშვილის, ფეიქართა, ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის, იუნკერ მიხეილ იოსელიანის, დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის, სანდრო მირიანაშვილის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მუკუზანის, ავლიპ ზურაბიშვილის, წინანდლის, კობარეთის და ხახანაშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილის-3 დასახლების I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ვაგან მამასახლისოვის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, შარტავას (ნაწილობრივ), დავით ართმელიძის, ომარ ფერცულიანის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ექვთიმე მთაწმინდელის, იმანუელ აფხაიძის, ზემო ვეძისის და იოსელაიანის ქუჩების მოსახლეობა.

"თელასის" ინფორმაციითვე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა უცნობის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, დავით ჭიჭინაძის და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ) და გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე გვაზაურის, ღრმაღელის და გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე სოფელი თელეთის და სოფელი ტაბახმელის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი იმედაძის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930