25-04-2018
ერევანში ოპოზიცია მომხრეებს კვლავ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. სომხეთის დედაქალაქში ბევრ ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. მოსახლეობა სკანდირებს, რომ მოქმედი ხელისუფლება გადადგეს. მათი თქმით, პრემიერად ნიკოლ ფაშინიანი სურთ.
ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოპოზიციის ლიდერებთან უკვე შეთანხმებულ შეხვედრაზე უარი თქვა.
პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელის განცხადებით, მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მოსახლეობას მოუწოდა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.
„ყველა ჩვენს ქართველ ძმას მივესალმები, ვაგრძელებთ ჩვენს ხავერდოვან რევოლუციას და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.