გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიაში გაეროს განვითარების პროგრამის „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2"- ის პროექტის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა

6-02-2021

გურიაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2"- ის პროექტის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრეთ. ასევე განვიხილეთ რეგიონის საჭიროებები და პრიორიტეტები. პროექტები ძირითადად მოიცავს, როგორც ტურიზმის, ასევე ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში" - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა,ზურაბ ნასარაიამ.

როგორც პროექტის მენეჯერმა თიკო ტყეშელაშვილმა აღნიშნა, აქტიურად თანამშრომლობენ ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს.

დაფინანსებული პროექტები მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში ახალი სერვისების დანერგვის მხარდაჭერით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930