15-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით,
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის, წერეთლის გამზირის, მაიაკოვსკის, ქურდიანის, სლავა მეტრეველის და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილოვრივ) მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის, საქსოფმანქის დასახლების, ქიზიყის, პოლიციის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე არბოს და ქსნის ქუჩების მოსახლეობა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობა, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე კი გურამიშვილის გამზირის (ნაწილოვრივ) და მექანიზაციის ქუჩის მოსახლეობა.
"თელასის" ინფორმაციითვე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზვარეთის, დვირის, კვერნაულის, არალეთის, ჟველაურის, იფნევის და ედისის ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის VI კვარტლის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე კი მარიჯანის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.