17-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე თემქის დასახლების XIმიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას,
14:00 საათიდან 16:00 საათამდე თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ავეტიკ ისაკიანის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას სოფელი დიღმის და დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის IVმიკრორაიონის, კონსტანტინე კაპანელის და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობა.