18-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ფეიქართა, წყალსადენის, ტაშკენტის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი წყნეთის გზატკეცილის, გაბაშვილის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, ერისთავის, დმანისის, ხივინის და ლადო მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობა.