23-02-2021
მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„დღეს არის 23 თებერვალი. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას. ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ჩენი გმირი იუნკერები, ყველა ის გმირი მოქალაქე, რომლებმაც ჩვენს დამოუკიდებლობას შესწირეს საკუთარი სიცოცხლე,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.