4-03-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის,ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას რუსთავის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე კი ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის (ნაწილობრივ), ყუშიტაშვილის და ლვოვის ქუჩების მოსახლეობა.
"თელასის" ინფორმაციითვე გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 I მიკორაიონის(ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, დელისის, ბუდაპეშტის(ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულის, მამია გურიელისდა თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.