გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლები მიწის გასხვისებას აპროტესტებენ

27-04-2018

ქობულეთში ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლები მიწის გასხვისებას აპროტესტებენ. საუბარია 426 კვ.მ. მიწის ფართობზე, რომელიც მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ზურაბ პატარაძის ახლობელს მიჰყიდეს. 

ადგილობრივების განცხადებით, წინასაარჩევნოდ მთავრობა მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნისა და დასასვენებელი სკვერის მოწყობას დაპირდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სახელმწიფომ მიწა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ახლობელზე გაასხვისა.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგემება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ზღვასთან მისასვლელი გზა ჩაიკეტება და ტურისტულ სეზონზე მათ პრობლემები შეექმნებათ.

ადგილობრივების აქციას ,,ნაციონალური მოძრაობაც’’ შეურთდა.

აქციის მონაწილეთა ბრალდებებს ქობულეთის მერიაში უპასუხეს. ქობულეთის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე მინი სტადიონი მოეწყობა, თუმცა როდის მას ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

"რუსთავი2"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031