გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: ოპოზიციის ქმედება მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება

12-03-2021

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 11 მარტს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს.

მინისტრის განცხადებით, ეს ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი კითხვები არ აქვს საქართველოში ჩატარებულ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„ისეთი შეფასება, როგორიც არის IRI-ს შეფასებაში, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში ბოლოს ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე კონკურენტული და თავისუფალია, სადაც დაცული იყო საერთაშორისო სტანდარტები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები სათანადოდ არის შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ," -აღნიშნა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული არგუმენტები, რომელთაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ არ შევიდნენ პარლამენტში და ბოიკოტი გამოაცხადონ, არაა კავშირში არც საპარლამენტო არჩევნებთან, არც საერთაშორისო შეფასებებთან და ისინი მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან.

„უმჯობესია მათ გაითვალისწინონ როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ისე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა. ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ როგორც წინასწარი დასკვნა, ისე ოდირის საბოლოო დასკვნა იქნებოდა ისეთი, რომელიც მისცემდა შესაბამის შეფასებას ამ არჩევნებს, როგორც დემოკრატიულს, კონკურენტულს, სადაც დაცული იყო ყველა თავისუფლება," - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანის თქმით, იმ ხარვეზების დიდი ნაწილი, რომელზეც საუბარია ეუთო/ოდირის დასკვნაში, უკვე გათვალისწინებულია, მათ შორის ახალი საარჩევნო კოდექსის ინიცირებით და საქართველოს დემოკრატიზაციის განვითარების გზაზე ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930