გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო: „ნამახვანი ჰესის" მშენებლობა არ შეჩერებულა

12-03-2021

ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანი ჰესის" მშენებლობა შეჩერდა - განცხადებას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

"განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია - ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ:

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი;

„ნამახვანი ჰესის" სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს;

შეიქმნება „ნამახვანი ჰესის" ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო" - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930