12-03-2021
ქალაქ ახალციხეში, გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსების შედეგები ცნობილია, საკონკურსო კომისიამ კენჭისყრის შედეგად გამოავლინა გამარჯვებულები.
გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულები:
I ადგილი - კახა არუნაშვილი;
II ადგილი - გიორგი ჭანკოტაძე;
III ადგილი - ვლადიმერ გორგაძე;
სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები:
I ადგილი - ზეზვა ქურდიანი;
II ადგილი - ირაკლი გოჩიტაშვილი (2.9);
III ადგილი - ივანე ცისკაძე (2.4);
გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისში წრიულზე დაიდგმება, ხოლო გმირთა მემორიალი ახალციხის ცენტრალურ პარკში განთავსდება.
საკონკურსო კომისია ისტორიკოსების, არქიტექტორების, მოქანდაკეების, დიზაინერების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების, სამხატვრო აკადემიის, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის, ახალციხის სამხატვრო სკოლისა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. კონკურსები თბილისის სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 13 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში 9 ესკიზი.