29-04-2018
“თაიმერისთვის” ცნობილი ხდება, რომ ტელეკოპმპანია “მაესტროს” უბრუნდება რამდენიმე წლის წინ ტელევიზიაზე განაწყენებული შალვა რამიშვილი.
რამიშვილის პროექტი „პოსტ tv“-ი მალე “მაესტროზე” გადავა. სწორედ ამიტომაა, რომ თითქმის ერთი თვეა, რაც “მაესტროს” კონკურენტ ტელევიზიებშიც კი, გადის რეკლამა, სადაც ერთადერთი კითხვაა დასმული – “მაესტროზე?” ამ კითხვაზე პასუხს საზოგადოება მალე მიიღებს, რამიშვილის “მაესტროზე” “მოლანდებით”.
ერთ დროს კონკურენტი ტელევიზიის გადაცემის რეკლამის ეთერში გაშვების ფაქტი ჟურნალისტიკას ჯერ არ ახსოვს, თუმცა, როგორც სჩანს, რამიშვილისთვის და მისი გადაცემისთვის “მსხვერპლთშეწირვა” ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში ყოფნასაც უნდა ნიშნავდეს, გარდა იმისა, რომ “იმედი” და “მაესტრო” ერთ ბადეში “ფართხალებენ” კარგა ხანია.
თავად რამიშვილი ამჯერად ეკრანს მიღმა დარჩება და “მაესტროზე” გადაცემას „პოსტ tv“–ს ჟურნალისტები წაიყვანენ. გავრცელებული ინფორმაციით, 3 მაისიდან “მაესტროზე”, რამიშვილის „POSTV“-ის მიერ მომზადებულ პროექტს ვალერიან გორგილაძე, ნიკა ალლიაშვილი, ნუგზარ რუხაძე და ზაზა შათირიშვილი წაიყვანენ.
პარალელურად, “თაიმერისთვის” ცნობილი ხდება, რომ მთავრობა „ინტეგრაციითაა“ დაკავებული და მალე მთავრობის ინტეგრირებულ PR-ჯგუფი გამოვა “არენაზე”. რამდენიმე თვის წინ, მსგავსი დანამატის (როგორც ჟურნალისტების უმრავლესობა აცხადებს ველოსიპედის მეხუთე ბორბლისა და ხორცმეტის), შექმნის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, თუმცა დღემდე ოფიციალურად არ “დაუსველებიათ” ეს სამსსახური.
“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით მთავრობა თბილისის მერის კახა კალაძის გაკვალულ გზას დაადგა და მრჩევლად საშა კაცმანი მოიწვიეს.მერე რა რომ კაცმანი, ერთ დროს რუსთავი2-ის დირექტორის დავარაშვილის “სასტავია”, ეს კოჰაბიტირებულ “სკამოსნებს” ხელს არ უშლით და არც კაცმანი თვლის თავს უხერხულად. თუ ვინმე იტყვის რომ პროფესიონალი ყველგან და ყველა დროსი ფასდება, არ შეცდება, მაგრამ ორ სრულიად განსხვავებული პოზიციის პარტიულ წარმონაქმნებს როგორ შეიძლება ერთმა ჯგუფმა გაუკეთოს პიარი, ორუცნობიანი განტოლებასავითაა – კოჰაბიტაცია უსაზღვროა.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც მთავრობის ინტეგრირებულ პიარ-ჯგუფზე იყო საუბარი ამ ჯგუფის ხელმძღვანელად რუსთავი2-ის ყოფილი წამყვანი ნინო შუბლაზე დასახელდა. ეს კანდიდატურა, როგორც ამბობენ, ძალაშია.