გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟოზეფ ბორელი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გვაქვს

16-03-2021

ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი საუკეთესო ინტერესებით მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.

„რეგიონალურადაც ვისაუბრეთ, თუ რა მდგომარეობაა კავკასიაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ. ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მისი როლი, ასევე რუსეთის ჩართულობა და როლი - ეს ასპექტები იყო განხილული.

დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ თავისი მოსაზრებები გაგვაცნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და დრო, არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში, ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენც, საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად" , - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930