გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ვინმე გამოვუშვათ; თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან სასჯელი უნდა მოიხადოს

16-03-2021

პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე , ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლოს გადასაწყვეტია, გაათავისუფლებს თუ პატიმრობაში დატოვებს პირს.

„რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას - პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს არის სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაუშვას საპატიმროდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930