გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოლივერ ვარჰეი: დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართული

16-03-2021

გასული წლის შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ მინდა დავასკვნა და ერთი წინადადებით ვთქვა, გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართული, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტამდე, - ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც მოქალაქეების ინტერესები იქნება ყურადღების ცენტში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც არის ჩვენი წლევანდელი წლის აქცენტი ეფუძნება პოლიტიკის გზავნილებს, ამბიციურ გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია საინვესტიციო და ასოცირების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება ყურადღების ცენტში. ამასი ჩართული იქნება საქართველოს ხელისუფლება და მომავალშიც ვიმედოვნებთ ამაზე საუბარი სამიტზე გაგრძელდება", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930