18-03-2021
გერმანიის ელჩის საქართველოში, ჰუბერთ კნირშეს განცხადებით, მას არ მოუსმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
მისი თქმით პოლიტპატიმრები არიან ბელორუსში, რომლებიც ოფიციალურად ევროკავშირმა პოლიტპატიმრებად აღიარა.
გერმანელი დიპლომატის განცხადებით ევროკავშირის სურს, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევიდნენ.
ჰუბერტ კრინშემ ეს განცხადებები გადაცემა „უცნობის კიდობანში“ გაკეთდა.
„ევროკავშირის ყველა ქვეყნისა და თვითონ ევროკავშირის პოზიცია არის, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შევიდნენ პარლამენტში და აქ საუბარი არ არის ახალ არჩევნებზე. ასევე, თქვენ ახსენეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება... ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომ ვინმე ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“ - განაცხადა ჰუბერტ კნირშემ.