19-03-2021
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ უპირატესობა არა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ რამდენიმე ოპოზიციური პარტიისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მიანიჭა.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულად მათი, რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული.
საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები დღეს გახლავთ არა რურუა-მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება, არამედ გახლავთ მთელი პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება და კონსოლიდაცია იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების გარშემო, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.