გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა

20-03-2021

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.

კერძოდ, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასი იმყოფება, რაც გასულ სტატისტიკასთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია.

ასევე, გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც თავის დროზე ონლაინ სწავლება აირჩიეს - საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, მოსწავლეებმა სწავლა სკოლის შენობებში არჩიეს.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა ასევე 0.01%-ს დაუდასტურდა - აღნიშნული მაჩვენებელი არდადეგების დაწყებამდე პერიოდის იდენტურია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით კვლავ 69 პედაგოგი რჩება. აღნიშნული პედაგოგები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს, რომლებმაც სკოლებს დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031