გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
13 წლის გოგონას ორსულობის გამო, უზბეკეთის სკოლებში მოსწავლეებს ქალიშვილობაზე მასობრივად ამოწმებენ

30-04-2018

უზბეკეთის ანდიჯანის სკოლებში მოსწავლეებს მასობრივად ამოწმებენ ქალიშვილობაზე – ადგილობრივი “რადიო თავისუფლება” ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მან თქვა, რომ სკოლებში ექიმები ახლომდებარე პოლიკლინიკებიდან მიდიან და გოგონებს ამოწმებენ. პროცედურა ფასიანია.


ამის მიზეზი გახდა 13 წლის გოგონას შემთხვევა, რომელიც, აღმოჩნდა, რომ ორსულობის მე-8 კვირაშია. როგორც გაირკვა, მოზარდი მისმა 60 წლის ბიძამ გააუპატიურა. მოძალადე დაკავებულია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.





TIMER.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031