20-03-2021
მიმდინარე წლის 21 მარტს, 13:00 საათზე, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტების მიღება.
სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ჟურნალისტებს სიტყვით მიმართავს, მიულოცავს მათ პროფესიულ დღეს და მადლობას გადაუხდის. ჟურნალისტებს გადაეცემათ სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან, სამაჩაბლოს, აფხაზეთი და 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში მონაწილე ჟურნალისტები.