21-03-2021
თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ბატარეის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები გამართა.
შემაჯამებელ საბრძოლო სროლებში მიზიდული იყო რეაქტიული სისტემების საბრძოლო მანქანა ბმ-21 და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი ზეუ-23-2. სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნის შემოწმებას, თუ რამდენად შეუძლიათ მათ თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას, ბატალიონის/ბატარეის შემადგენლობაში სამანევრო ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერა.წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.