21-03-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრის მიხეილჩ ხენკელის მიმართვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით:
„დღეს, 21 მარტს, საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და ჩვენი ქვეყანამას 2012 წლიდან, უკვე მეათედ უერთდება.
ვფიქრობ, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესებასა და აღნიშვნას დიდი მნიშვნელობა აქვს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დაძლევისთვის.
ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღება თითოეული ადამიანის უფლებაა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენი მიზანია ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც ყველას აძლევს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობს.
აქედან გამომდინარე, ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება, საზოგადოებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების დაძლევა და მათი თანატოლებთან ინტეგრაცია განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით „ინკლუზიური სწავლების პროგრამას“ ახორციელებს.
ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის“ - ნათქვამია მიმართვაში.