22-03-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვაზისუბნის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, აეროდრომის დასახლების I, III ქუჩების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გაბაშვილის, ირინა შტენბერგის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის, ზანდუკელის, ანდღულაძის, ჯიქიას, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჩიჩუას, ხარაბაძის, ალექსანდრე წულუკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, კირიაკ ზავრიევის, კაკაბეთის, წალენჯიხის, კოპცოვის, მესხეთის, ტატიშვილის, ბუკისციხის, თამრო ვაშლოვნელის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გლდანულას, შალვა ნუცუბიძის, მიხეილ ასათიანის, ზემო დელისის, პეტრე ქავთარაძის, გაბაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, გივი კარტოზიას, მეფე მირიანის, ბახტრიონის,კუტუზოვის,საბურთალოს, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ბახტრიონის ქუჩის (ნაწილობრვივ) მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დიღმის მასივის II, III, IV კვარტლების, კაკი ბაქრაძის, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობა, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ღრმაღელის, მუხრანის, სანზონას, ვანათის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობა, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ბაშალეიშვილის ქუჩის მოსახლეობას.