გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

23-03-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, ქოშიგორის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, მაყაშვილის, ბესიკის, ვეძინის, მესხის, მთაწმინდის, რიწის, ყიფიანის, ჭონქაძის, პოლიკარპე კაკაბაძის, ანჯაფარიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ალექსანდრე ბერულავას და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის (ნაწილობრივ), კრწანისის, ორთაჭალის, ოქროყანის (ნაწილობრივ), გრიგოლ ვოლსკის და ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის ქუჩენის მოსახლეობა, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შალვა ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობა, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის, დვირის, ჟველაურის, არალეთის, ედისის, ზვარეთის, კვერნაულის და იფნევის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე აკაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930