გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძის უწყებაში დაკავებების სერია გრძელდება - სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა

23-03-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ხასიათის დანაშაულებისთვის ბოლო პერიოდში თბილისის მერიის მესამე თანამშრომელი დააკავეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930