გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა და რა თქმა უნდა გარკვეული რჩევები მოგვცა ჩვენც

24-03-2021

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს შესახებ საკითხის განხილვას და განაცხადა, რომ ამერიკამ მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა ოპოზიციას და რჩევები ხელისუფლებასაც მისცა.

„მინდა, გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გუშინ განვითარებულ პროცესს, მოსმენების პროცესს, რომელიც ეხებოდა ჩვენს ქვეყანას და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რამდენიმე რამ ალბათ, თუკი ვიქნებით ობიექტურები და თვალს არ დავხუჭავთ რეალობებზე, ნათელია. ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა და რა თქმა უნდა, გარკვეული რჩევები მოგვცა ჩვენც. მკაფიო გზავნილები ქართული ოპოზიციისადმი, თუ გამოსვლებს კარგად მოუსმინეთ, იყო შემდეგი: ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ ქართული ოცნება 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ის ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს და ეუთი/ოდირისა და ყველა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით 31 ოქტომბრის იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და შესაბამისად აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს. ამას არ ვამბობ მე ან რომელიმე ჩემი გუნდის წევრი, ეს ითქვა ამერიკული მხარის მიერ. თუ კი არ გვინდა ვიყოთ ბრმები და გვინდა დავინახოთ რეალობა ეს ნამდვილად ასეა“ - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას უთხრა ის, რაც დემოკრატიური პროცესისთვის მნიშნელოვანია.

„მათ უთხრა, რომ ოპოზიცის პარლამენტში უნდა შევიდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს, რადგან, როგორც ამერიკელებმა ჩვენს ოპოზიციას უთხრეს მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს. მე მინდა ჩვენს ოპოზიციას, ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებით, შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში და ამიტომ, გვევალება, რომ ვიზრუნოთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე პირველ რიგში და არ ვიყოთ რუსეთის ინტერესების უნებლიე გამტარებელი, რადგან ოპოზიციის ფუნქცია არ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა.

და ბოლოს, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ბატონი ნიკა მელია, ვინაიდან დაარღვია კანონი, სწორედ ამიტომ ზის ციხეში. მე მინდა სწორედ აი ამ გზავნილებით გუშინდელ მოსმენას გამოვხმაურებოდი თქვენს წინაშე და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართული ოპოზიციური სპექტრი ამ გზავნილებს სწორად გაიგებს, კარგად გაიგებს და ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება, რომ ვიმუშაოთ ერთად პარლამენტში და მაგალითად მე, როგორც მინისტრს მქონდეს შესაძლებლობა, რომ უკვე დეპუტატი ოპოზიციონერი პარლამენტარების პარლამენტში გაჟღერებული მინისტრის საათის თუ სხვა ფორმატის ფარგლებში მოვისმინო მათი მოსაზრებები თუნდაც კრიტიკა და შევლძო ვუპასუხო მათ შეკითხვებს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930