გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია

24-03-2021

„საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სენატორი ჯინ შაჰინის ლიდერობით გაიმართა, მკაფიოდ აღინიშნა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს. არჩილ თალაკვაძე გუშინ, აშშ-ის სენატში გამართულ საკომიტეტო მოსმენას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე სათანადოდ შეფასდა ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

„მივესალმებით აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ გამოხატულ ძლიერ მხარდაჭერას. საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სენატორი ჯინ შაჰინის ლიდერობით გაიმართა, სათანადოდ შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ყურადღება დაეთმო არსებულ გამოწვევებს. მკაფიოდ აღინიშნა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია; აღინიშნა, რომ ეუთო/ოდირ-ის შეფასებით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში. მკაფიოდ ითქვა, რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონს და კანონის დარღვევა ვერ იქნება მხარდაჭერილი.

რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, საქართველო განაგრძობს რეფორმებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით",- წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930