გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

24-03-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩ რინა კალიურანდისთან და ნორვეგიის ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენთან, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ვიზიტის მნიშვნელობაზე და შეაფასა თანამშრომლობის პერსპექტივები.

,, დღეს ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ვმასპინძლობთ.

ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების ცენტრი, რაც დაეხმარება რეგიონს ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო განმტკიცების და საგანმანათლებლო სისტემის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ერთობლივ მიმდინარე პროექტებზე და შევაფასეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.'' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930