გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარტში მშპ-ს ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა

30-04-2018

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა.


საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მარტში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.


„2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“-აცხადებენ საქსტატში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930