გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, დამცავი კედლის მოწყობა უკვე დაიწყო

26-03-2021

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყრული ზონა გამოვლინდა, თბილისის მერიამ დღესვე, დამცავი კედლის მოწყობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

მერის მოადგილის თქმით, კედლის მოწყობის შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

„დღეს დილით ჩამოიშალა მიწის მასა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა და როგორც ხედავთ, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გეგმა არის შემდეგნაირი, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და მოეწყოს კედელი, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ფერდზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, უფრო მასშტაბური სამუშაოებიც იგეგმება.

„დედაქალაქის მერიას დეტალური პროექტები უკვე გამზადებული აქვს მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოს, რომელიც გაცილებით მასშტაბური იქნება, თუმცა, ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სამუშაოების წარმოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930