გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

26-03-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხაშურში 1986 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშური-სურამის შემოვლითი გზის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა კალიბრის 745 საბრძოლო ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათადარიგო ნაწილები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930