გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

26-03-2021

უხვი ნალექის შედეგად ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დიზის მონაკვეთთან კლდის მასა ჩამოიშალა.

მომხდარის შედეგად, მოძრაობა ამ დრომდე ორმხრივად ჩაკეტილია.

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მისივე თქმით აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უახლოეს საათებში უნდა აღდგეს.
მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930