გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: საკაშვილმა საქართველოში არნახული კორუფციული სქემა შექმნა, მაგრამ უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდა

26-03-2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს კორუფციაში ამხელს და განაცხადა, რომ სააკაშვილმა საქართველოში მანამდე არარსებული ელიტური კორუფციის სისტემა შექმნა და ქვეყნის ყველა რესურსი რამდენიმე ადამიანის ხელში იყო თავმოყრილი.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს იგივე უკრაინაში არ გამოუვიდა, მაგრამ სადაც გამოუვიდა, ანუ უკრაინის რკინიგზაში, იქ გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მემგონი მანამდე არსად გამოცდილი და არსად ნახული კორუფციული სქემა, როდესაც ელიტური კორუფცია იყო, როცა რამდენიმე ადამიანის ხელში იყო თავმოყრილი მთელი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა რესურსი და ცხადია მათ სურდათ იგივე გადაეტანათ უკრაინაში. უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდათ, მაგრამ სადაც გამოუვიდათ იქ გააკეთეს, გააკეთეს უკრაინის რკინიგზაში. კორუფციულ სქემებს რაც შეეხება ერთი, რაც მკაფიოდ გამოიკვეთა და რაც სხვათა შორის თავის დროზე საქართველოს რკინიგზაშიც ჰქონდათ გაკეთებული, 5-ჯერ შეამცირეს ტარიფები, ოღონც შეამცირეს ტარიფები ბიუჯეტისთვის და როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ არ შეუმცირებიათ რეალური ტარიფები გადამზიდავებისთვის, ანუ გადამზიდავები იხდიან იმდენივეს უბრალოდ 1/5 მიდის ბიუჯეტში, 4/5 მიდის ამ კორუფციაში ჩართული ადამიანების ჯიბეში“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930