26-03-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეგულაციები მკაცრად უნდა დავიცვათ, რათა რეგულაციები ხელახლა არ გამკაცრდეს.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა აიცრას იმისათვის, რომ ჩვენს საქართველოში პანდემია დასრულდეს და ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.
„უნდა ვეცადოთ, რომ რეგულაციები არ გამკაცრდეს გარდა იმისა რაც დღეს არსებობს. ამისათვის უნდა დავიცვათ რეკომენდაციები.
პირველი რეკომენდაცია მოგეხსენებათ არის უნივერსალურად პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებების თავის არიდება. ამას ემატება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა აიცრას. თუ ამ პირობებს შევასრულებთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ პანდემია დამთავრდება და ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რეჟიმს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.