გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში ჩაერთო

30-03-2021

საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

თბილისის N105 და საჩხერის N 3 სკოლების გარდა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ჩამონათვალში, მანამდე ხაბუმეს N1, ხონის N 3, ახალდაბის, საირხის, ხაშურის N1, ფოთის N1 და ფოთის N 3 სკოლებიც მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოდან უკვე 10 პროექტში გამარჯვებული 9 სკოლა მონაწილეობს.

დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს.

იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.

დემოკრატიული სკოლების ქსელში გაწევრიანებით, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ :
1• ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის (DSN) საიტზე/პლატფორმაზე სკოლის ვებგვერდის შექმნა
2• მცირე პროექტების დაფინანსება
3• მონაწილეობის მიღება/მხარდაჭერა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში
4• ევროსაბჭოს მასალების პილოტირება
5• საგანმანათლებლო-პროფესიული კავშირები სხვა სკოლებთან
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://www.coe.int/en/web/campaign-free-to-speak-safe-to-learn/schools-projects

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930