31-03-2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსინის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც გაგრძელებულ დებატებს დაასრულებდა, პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვს და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესს ყველა სხვა საკითხზე მაღლა აყენებს.
მისივე განცხადებით მოლაპარაკების მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი და იგი შარლ მიშელს გააცნობს თუ რა ხდებოდა კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გადაწყვეტს თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
„მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისისა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართმსაჯულების სისტემებს, ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე, გადაწყვეტილება, დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს დაასრულებდა პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა აყენებს და სამწუხაროა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. იყო საკითხები, რომლებზეც იყო თანხმობა. ეს შეეხებოდა საარჩევნო და მართმსაჯულების რეფორმას, ძალაუფლების გადანაწილებას. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში საქართველოს დასავლელი პარტნიორები აქ იმისთვის არ არიან, რომ პარტიებს თავს მოახვიონ თავიანთი გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდი, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ის, რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ ამ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე.
რა თქმა უნდა მაღალი ამბიციები დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და ის გადაწყვეტს თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული“ - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.