31-03-2021
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ჯანმრთელობის პრობლემას საკუთარ ახსნას უძებნის.
როგორც სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, კახა კალაძე საავადმყოფოში დაჭერის შიშის გამო დაწვა:
"კალაძე საავადმყოფოში დაწვა იმიტომ, რომ გული უსკდება, რომ დაიჭერენ. ამხელა ქალაქის მერს ეშინია, რომ დღე-დღეზე შეიძლება დაიჭირონ იმიტომ, რომ იციან, ივანიშვილისგან გვერდზეა გამდგარი" - განაცხადა სააკაშვილმა.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ ეს საკითხი კახა კალაძის პირადი ჯანმრთელობის პრობლემებია და რა ხდება იმის იქით არავინ იცის, სააკაშვილმა უპასუხა:
- "იმის იქით ხდება ის, რომ გული უსკდება არ დაიჭირონ და ავად გახდა".