31-03-2021
საქართველოს პარლამენტში 1991 წლის 31 მარტისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ისტორიულ დღეს მიმდინარე მოვლენების ამსახველი არქივებში დაცული დოკუმენტები და ფოტო მასალა, მათ შორის, რეფერენდუმის შესახებ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილები და კანონები, გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები და ხმის მიცემის პროცესის ამსახველი ფოტოები.
ისტორიული რეფერენდუმიდან 30 წელი გავიდა.