1-04-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IV ბმიკრორაიონის, გობრონიძის, ბუგეულის, ზნაკვის, ჩხარის, ჭირნახულის, გორგასლის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის, გოკიელის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, კუტუზოვის, თამარაშვილის, კარტოზიას, უნივესიტეტის, ლორთქიფანიძის, ფანჯიკიძის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის ლამის, დიღომბარის, დავითაშვილის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, ტერენტი გრანელის, სალიების და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე სოფელი დიღმის და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის მოსახლეობა, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე თემქის დასახლების XIმიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობა.
"თელასის" ინფორმაციითვე, ასევე გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ცოტნე დადიანის, ღრმაღელის, ღოღობერიძის, ზესტაფონის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, იდუმალის და ენგურჰესის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.