2-04-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I,II კვარტლების, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ხევძმარის, შეშელიძის, გობრონიძის, რამაზ შენგელიას, ონისე ახმეტელის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, ბუდაპეშტის, ნორიოს აღმართის, აბაშის, ქვალონის, მეორე ქვალონის, ცაიშის, კანდელაკის, ონიაშვილის, გურამ ფანჯიკიძის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ჭირნახულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქინძმარაულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას, გამრეკელის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის, ასათიანის (ნაწილობრივ) და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობა, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე თინათინის ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობა.
"თელასის" ინფორმაციითვე, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე პეტრე გრუზინსკის, კოკინაკის, მოლოკოვის და ჯავის ქუჩების მოსახლეობას, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე კი გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის,ღრმაღელის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.