გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთში 42 ვეტერინარულ ობიექტში დარღვევები გამოვლინდა

2-04-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იმერეთის რეგიონში ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები და ზოომაღაზიები შეამოწმეს.

სახელმწიფო კონტროლი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ 98 ობიექტში განხორციელდა. გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, რეგისტრაციის არქონა.

დარღვევების გამო 42 ობიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრა.

ფერმერებისა და შინაური ცხოველების მეპატრონეთა ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით კონტროლს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად განახორციელებს.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, ვეტერინარული პრეპარატების შეძენისას ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს, მასზე მითითებულ ვადასა და გამოყენების წესს. ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 15 01.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930