გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

2-04-2021

2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. დღეს მას 38 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031