გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გაშენებულ ბაღსა და ბოსტანში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

3-04-2021

გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. მსჯავრდებულებმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბაღის ნაკვეთის დამუშავება დაიწყეს - წელს, მსჯავრდებულები ლობიოს, წითელ ბულგარულ წიწაკას, პომიდორ ჩერის, ბრიუსელის კომბოსტოს, პრასს, ნიახურს, ქინძს, ოხრახუშს, გოგრასა და საზამთროს მოიყვანენ.

როგორც ცნობილია, 2019 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით დაწესებულების ეზოში ჟოლოს ბაღი და ბოსტანი გაშენდა.

მას შემდეგ მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებული, დაწესებულების ტერიტორიაზე ნაკვეთს ამუშავებენ და სხვადასხვა კულტურა მოჰყავთ. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულების შემოსავალს წარმოადგენს და პირად ანგარიშზე ერიცხებათ. პროექტის ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება.

მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის.

პროექტს 2020 წლიდან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ახორციელებს.

პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930