გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში USAID - ის წარმომადგენლებთან თხილის სექტორის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს

4-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორს მარიკა ოლსონს და პროგრამის კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს, დავით წიკლაურს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენლებს წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, აგრარული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ასოციაციების გაძლიერება და ამ მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებს მხარდაჭერის წინადადებით მიმართა.

მარიკა ოლსონის განცხადებით, ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების ტენდენციები თვალსაჩინო მაგალითია, სხვა კულტურების ასოციაციების განვითარებისთვის და აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930