5-04-2021
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერ ადრეა საუბარი სააღდგომო შეზღუდვების შესახებ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია ამის შესახებ აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიე დღით ადრეგავრცელდება.
„ადრეა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება სააღდგომოდ. ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება და აღდგომის პერიოდამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა იქნება დღესასწაულებთან დაკავშირებით“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.