6-04-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, შენგელაიას, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, თაბუკაშვილის, გაგარინის, კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას წყნეთის გზატკეცილის, გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის, კეკელიძის, ჟვანიას, შატბერაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), თამარაშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ასათიანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობა.