6-04-2021
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.