7-04-2021
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე ბუნებრივი აირით 3 პირი მოიწამლა, მათგან 2 არასრულწლოვანია.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
2 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთ მათგანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ დასჭირდა.
ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვის მეორე ფაქტიც დაფიქსირდა. შემთხვევა ასპინძის ქუჩაზე მოხდა, ინტოქსიკაცია 70 წლამდე ქალბატონმა მიიღო.